გარანტია Big-shop.ge-ზე და მისი პირობები
Big-shop.ge-ს მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ ნივთს გააჩნია მწარმოებლის მიერ მოცემული ოფიციალური გარანტია და გულისხმობს უფასო მომსახურებას სრული საგარანტიო ვადის (როგორც წესი, 1 წელი ან მეტი) პერიოდში საგარანტიო პირობების დაცვით, რომელიც გულისხმობს მის სრულ და აუცილებელ შემოწმებას, თუ არ გვაქვს საქმე მექანიკურ დაზიანებასთან.
ნივთებზე, რომელზეც მითითებულია კონკრეტული გარანტიის ვადა, საგარანტიო პირობები მოქმედებს აღნიშნულ პერიოდზე, ხოლო ყველა სხვა ნივთი, რომელსაც შეძენიდან 1 კვირის ვადაში აღმოაჩნდება ნებისმიერი სახის ქარხნული წუნი, ექვემდებარება ახლით შეცვლას ან თანხის დაბრუნებას ნივთის სრული ღირებულების მოცულობით. (განვადებით შეძენილი საქონლის შემთხვევაში - განვადების გაუქმებას).
საგარანტიო სიტუაციის წარმოშობისას, მომხმარებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით მიიტანოს ნივთი კომპანიის ოფისში. შეკეთებული ან შეცვლილი ნივთის უკან გაგზავნის ხარჯებს თავის მხრივ, ანაზღაურებს ჩვენი კომპანია.
აღნიშნული ორი პუნქტი 100%-ით უზრუნველყოფს მომხმარებლის დაცულობას და საუკეთესო საგარანტიო მომსახურებას რეგიონში!